ევრო რეგულარზე ფასდაკლება ოპტიმას მთელს ქსელში გავრცელდა
19 ნოემბერი, 2018
გასულ კვირაში, მომხმარებელმა შეიტყო ოპტიმას ქსელში ევრო რეგულარის ტიპის საწვავზე არსებული ფასდაკლების შესახებ, რომელიც ქუთაისსა და ცაგერში ამოქმედდა.
მომხმარებლის თხოვნიდან გამომდინარე ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა აქციის მასშტაბების გაზრდა და მისი მთლიან ქსელზე გავრცელება.
მომავალი ერთი კვირის მანძილზე, მომხმარებელს საშუალება ექნება ჩვენს სადგურებზე შეიძინოს ევრო რეგულარი მხოლოდ 2.30 ლარად.
ასევე მოგიწოდებთ, რომ თვალი ადევნოთ ჩვენს Facebook გვერდს და დაელოდოთ ახალ სიურპრიზებს.