ჩემი ოპტიმა

სისტემაში შესვლა

მოხმარებელის სახელი ან პაროლი არასწორია

რეგისტრაცია

ძველი ვერსიის ნახვა

რეგისტრაცია

რეგისტრაცია

სისტემაში შესვლა

კომპანიის შესახებ

ისტორია

 

შპს „იბერკომპანიმ“ საქმიანობა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, საწვავის საბითუმო ვაჭრობით დაიწყო. მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა და მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარებისა, კომპანიამ თვითგანვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და 1994 წელს თბილისში ნავთობბაზა გამართა, საიდანაც საწვავით ბითუმად მოვაჭრეების, მოგვიანებით კი ავტოგასამართი სადგურების ე.წ. აგს-ების საცალო ქსელების მომარაგება ხორციელდებოდა. “იბერკომპანი“ ბრენდის სახით, 1995 წლის 16 ნოემბერს შეიქმნა, რა პერიოდიდანაც იწყება საცალო ვაჭრობის განვითარება და საკუთარი აგს-ების მშენებლობა. შემდგომ პერიოდში კი, კომპანიამ მთელი საქართველოს მასშტაბით 35 ერთეულამდე ავტოგასამართი სადგურის აშენება და საწვავით ვაჭრობის საცალო ქსელის ამოქმედება შეძლო. 

2010 წელს „იბერკომპანიმ“ რებრენდინგი განახორციელა: შეცვალა ბრენდის ლოგო, დაიწყო შიდა კორპორაციული კულტურის და სტანდარტების დანერგვა, ასევე მართვის თანამედროვე ნორმებზე გადასვლა.

 

ბრენდი

 

 „ოპტიმა“ არის ავტოგასამართი სადგურების ბრენდი, რომელიც შეიქმნა 2017 წლის მაისში. ოპტიმას ბრენდი ოპერირებს მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ამ ეტაპისთვის ოპტიმას ავტოგასამართ სადგურებზე არის შემდეგი მომსახურებები: საწვავით მომსახურება, მაღაზია, ავტოსამრეცხაო, სწრაფი გადახდის აპარატი, იგეგმება სხვა სერვისების, კრეძოდ, თვითმომსახურების სერვისების დამატება (წყლისა და ჰაერის დამატება), ასევე, და ვენდინგის აპარატების დამატება, რასაც მოიცავს ბრენდის კონცეფცია და განისაზღვრება შემდეგნაირად: ოპტიმაში ყველაფერი მარტივია და მოხმარება იოლი, რაც მთავარია, მომხმარებელი ასხამს ხარისხიან საწვავს ოპტიმალურ ფასად და თვითონ უვლის საკუთარ ავტომობილს. ოპტიმას სლოგანია - „ოპტიმალური არჩევანი.“

 “ოპტიმას“ ავტოგასამართი სადგურების ვიზუალი გამოირჩევა ნათელი ფერებით - ღია მწვანე და ცისფერი; ბრენდის კონცეფცია მოიცავს ლოიალური მომხმარებლის შეძენას არა მხოლოდ ოპტიმალური ფასის, არამედ  სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების ხარჯზე, რათა დიდ და კონკურენტულ ბაზარზე შეძლოს პოზიციონირება.

პრემიუმი

3.30

ევრო რეგულარი

2.80

ევრო დიზელი

3.30

დიზელი

3.00