ბარათი - ოპტიმისტი
იმისათვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს ოპტიმას ბარათი - “ოპტიმისტი” და ისარგებლოს -5 და -3 თეთრიანი ფასდაკლებით საწვავზე, საჭიროა:
ერთჯერადად ნებისმიერი სახის საწვავის შეძენა, რომელიც დაირიცხება ბარათზე “ოპტიმისტი” და მისი გამოყენება მომხმარებლის შეეძლება სურვილისამებრ ოპტიმას ნემისმიერ ავტოგასამართ სადგურზე;
ბარათის მისაღებად და მასზე საწვავის დასარიცხად გადადით ბმულზე „ჩემი ოპტიმა“, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და აირჩიეთ ოპტიმას ფილიალი, სადაც გსურთ ბარათის მიღება.
შემდგომი ფასდაკლების მისაღებად, საჭიროა მარაგის ამოწურვის შემდეგ, კვლავ მოხდეს ბარათზე იმავე ან მეტი რაოდენობის საწვავის დარიცხვა.
ბარათზე ევრო დიზელის ან პრემიუმის ტიპის ნებისმიერი ოდენობის საწვავის დარიცხვის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს 5 თეთრიან ფასდაკლებას, ხოლო დიზელისა და ევრო რეგულარის შეძენის შემთხვევაში ფასდაკლება შეადგენს 3 თეთრს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბარათის დამზადება შესაძლებელია შეკვეთიდან მეორე სამუშაო დღეს, ასევე, საწვავის შესაძენად კომპანიის ანგარიშზე გადარიცხული თანხის ასახვისთანავე მოხდება ბარათზე საწვავის დასმა.