ოპტიმამ ახალი სადგურები გახსნა
09 November, 2018
8 ნოემბერს ოპტიმას გუნდმა მომხმარებელს ორი ახალი ავტოგასამართი სადგური წარუდგინა.
მომხმარებლის თხოვნით გაიხსნა ახალი ობიექტი ქუთაისში, რომელიც 9 აპრილის ქუჩაზე, სამტრედიის ხიდთან მდებარეობს. მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს ოპტიმას ევრო სტანდარტების ოთხი ტიპის პროდუქტით: დიზელი, ევრო დიზელი, ევრო რეგულარი და პრემიუმი.
მეორე ახალი სადგური ცაგერში გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს დიზელსა და ევრო რეგულარს შესთავაზებს.
ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს ქსელის გაფართოვებაზე რისი დასტურიც, ერთდროულად ორი ახალი სადგურის გახსნაა.
ეტაპობრივად ოპტიმა გეგმავს სხვა მსხვილი ლოკაციების ათვისებას და ელმისაწვდომობას სხვა რეგიონებშიც.